ირაკლი კობახიძე - ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება ჰქვია, მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის" დასრულება და ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“, ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნას შეეხებოდა.

პრემიერის შეფასებით, ეს ყველაფერი ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგია.

„ეს არის ალბათ, ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის" დასრულება და ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც" და ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მათი მდგომარეობა დღეს არის ძალიან მძიმე, მთავარია, რომ პროცესები გაგრძელდეს ისე, როგორც ახლა გრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი