გიორგი შარაშიძე - რა მოგვახვიეს თავს ამერიკელებმა ან ევროპელმა პარტნიორებმა, დემოკრატია? ადამიანის უფლებები? - საგამოძიებო კომისიამ რა უნდა გამოიძიოს, როცა დღევანდელი „ოცნება“ „განაცებული ოცნებაა“

„ქართული ოცნება“ საკუთარ თავს ქვეყანასთან აიგივებს. რა მოგვახვიეს თავს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, დემოკრატია? ადამიანის უფლებები? ის, რომ სასამართლო სასამართლო უნდა იყოს და კანონის უზენაესობა დაცული? ამას ეძახიან თავს მოხვევას? ის ჩამოყალიბდა რეჟიმად, რომელიც ბუნებრივად არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო პაკეტები იმის დასტურია, რომ ხალხის პროტესტი ეფექტურია.

“ეს ყველაფერი არის მორიგი დასტური იმისა, რომ “ქართული ოცნება” - დე-ფაქტო ხელისუფლება ამ ქვეყანას მიაქანებს სერიოზული ავტოკრატიული რეჟიმისკენ. მართლა არ მესმის, იმ პირობებში, როდესაც ობიექტურობაზე იქნება საუბარი, როგორ შეიძლება, “იმედისა” და “პოსტივის” საქმიანობა შეფასდეს, რომლებიც მთავარი პროპაგანდისტული იარაღია “ქართული ოცნების” ხელში.

ეს ყველაფერი არის იმის გაგრძელება, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს ბოლო წლებია - ყველაფერს, რასაც თვითონ აფუჭებს, აბრალებს სხვას. იგივე ხდება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - მე არ ვიცი, რა უნდა გამოიძიონ, როცა დღევანდელი “ოცნება” უკვე “განაცებული ოცნებაა” და ძალიან ბევრი “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი დეპუტატით არის დაკომპლექტებული, თუნდაც დღევანდელი საპარლამენტო შემადგენლობა.

რაც შეეხება იმ შედარებას, თითქოს ბრიტანული და ამერიკული კანონის ანალოგიურ კანონს მიიღებენ აქ, სულ რომ კეთილშობილური, ობიექტური და პოზიტიური მიზნები ჰქონდეთ, ვერც ერთი ამერიკული და მსოფლიოში საუკეთესო კანონიც ვერ იმუშავებს იმ პირობებში, როცა რეჟიმი გასულია საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებას, რატომ აკეთებს ამას “ქართული ოცნება”, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არის ძალიან სერიოზული შიში იმ პროტესტისა, რომელიც ორ თვეზე მეტია, მიმდინარეობს როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. ეს არის ყველანაირი მცდელობა, რომ “ქართულმა ოცნებამ” როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს იმის დასტურია, რომ პროტესტი მიდის ეფექტურად.

“ქართული ოცნება” საკუთარ თავს ქვეყანასთან აიგივებს. რა მოგვახვიეს თავს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, დემოკრატია? ადამიანის უფლებები? ის, რომ სასამართლო სასამართლო უნდა იყოს და კანონის უზენაესობა დაცული? ამას ეძახიან თავს მოხვევას? ეს ჩამოყალიბდა რეჟიმად, რომელიც ბუნებრივად არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთან”, - აღნიშნა შარაშიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე განმარტა ის გარემოებები, თუ რატომ არ ტოვებს გიორგი გახარიას გუნდი საპარლამენტო მანდატებს. შარაშიძის თქმით, მანდატებზე უარის არ თქმა “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციას არ ნიშნავს.

“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ “ქართულ ოცნებას” ჩვენი მანდატებით ვაჭრობისა და მანიპულაციების საშუალებას არ მივცემდით. ეს გეგმა პირველივე დღიდან იყო გაცხადებული და ჩვენ ამ გეგმას თანმიმდევრულად მივყვებით. არანაირი კავშირი ამ პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ჩვენი მანდატების მოხსნა-არ მოხსნას არ აქვს. ჩვენ რომ დავწეროთ განცხადება, მაშინ ამისთვის უნდა მივმართოთ “ქართული ოცნების” არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არალეგიტიმურ პარლამენტსა და მის თავმჯდომარეს გარკვეული თხოვნით, ამ შემთხვევაში, მანდატების გაუქმების თხოვნით - ამ იურიდიულ პროცედურებში შესვლას ჩვენ ამ არაკანონიერ ხელისუფლებასთან არ ვაპირებთ, მით უფრო, რომ ვხედავთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს მის ლეგიტიმაციასთან. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საკუთარი პოლიტიკური ტაქტიკა აქვს.

რატომ გახდა იმუნიტეტი ასეთი სამსჯელო თემა, ვერ ვხვდები. გასაგებია, რომ ხალხი არის ქუჩაში და ჩვენ ყველა ვდგავართ ხალხთან ერთად, მაგრამ პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, რომ მას, გარკვეულწილად, სხვა ასპარეზი და პლატფორმა აქვს და ჩვეულებრივი მოქალაქესავით ვერ მოიქცევა. ივანიშვილის მოძალადე რეჟიმისთვის საკუთარი იმუნიტეტის ლანგრით მირთმევა არ მგონია პოლიტიკურად სწორი და ეფექტური გზა. ჩვენთვის მთავარია, ივანიშვილს და მის მოძალადე რეჟიმს მივაყენოთ გადამწყვეტი დარტყმა პოლიტიკური მხრიდან”, - განაცხადა შარაშიძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა