სახალხო დამცველი - მზია ამაღლობელის წარმომადგენელმა გვთხოვა, კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები - ეს პროცედურა დაიწყო - ჩემი მანდატით შევლენ მის მოსანახულებლად

ქალბატონი მზიას წარმომადგენელმა გვთხოვა, კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები. ეს პროცედურა დაიწყო, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა, ომბუდსმენის აპარატი მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი განახორციელონ.

მისივე თქმით, თუ როდის შევა ექიმთა ჯგუფი, მთლიანად დამოკიდებულია მზია ამაღლობელის წარმომდგენლებზე.

„ჩვენ კონსილიუმის შექმნა მხარემ მოგვთხოვა. ეს არ არის საია-ს მიერ დაორგანიზებული. ქალბატონი მზიას წარმომადგენელმა გვთხოვა, კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები. ეს პროცედურა დაიწყო. ჩვენ მათ ვთხოვეთ, შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოედგინათ, ძალიან პატივსაცემი ექიმები არიან, მაგრამ ჩვენ ფორმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ აქვთ შესაბამისი ლიცენზია. ეს პროცესი მალე დასრულდება.

თუ როდის შევა ექიმთა ჯგუფი მოსანახულებლად, მთლიანად დამოკიდებულია მათზე. რა თქმა უნდა, ჩემი მანდატით შევლენ მის მოსანახულებლად. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვიქნებით.

მე ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისთვის, რომ ქალბატონ მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელების მდგომარეობის მონიტორინგი განვახორციელოთ. ზოგადად, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რამის გაკეთება შემეძლო, შემიძლია და მომავალში მექნება შესაძლებლობა, ამას აუცილებლად გავაკეთებ. არა მარტო მზიას, ყველა მსჯავრდადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია. ყველა მოშიმშილე პატიმართან დავდივართ. ქალბატონ მზიაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ამიტომ მეც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ვაკმაყოფილებ“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია