აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებისთვის 1 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ერთი მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თანხა აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს გადაეგზავნება, რომელიც ელექტრო ტექნიკას შეიძენს და უკრაინას გადასცემს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ბაქოსა და კიევს შორის ურთიერთობები მეგობრობისა და პარტნიორობის საფუძველზე ვითარდება.

„უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფომ უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება არაერთხელ გაუგზავნა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს