თენგიზ შარმანაშვილი - სიტყვის თავისუფლებას კონსტიტუცია იცავს და ვერანაირი რეგულაცია ვერ იქნება შემოღებული ამის საწინააღმდეგოდ - შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან

შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან - ზუსტად იქნება გადმოღებული ბრიტანული სტანდარტი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დაანონსებულ “მედიის კანონს” გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოში ვერანაირი რეგულაცია ვერ იქნება შემოღებული კონსტიტუციის მეორე თავის საწინააღმდეგოდ.

„სიტყვის თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ვერანაირი რეგულაცია საქართველოში ვერ იქნება შემოღებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საწინააღმდეგოდ. ამ ფარგლებში შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. ზუსტად იქნება გადმოღებული ბრიტანული სტანდარტი. თუ ვინმე თვლის, რომ ბრიტანეთი ადამიანის უფლებათა დაცვის ბრიტანული სტანდარტების ფარგლებს მიღმაა, მიაკითხოს ბრიტანეთის ხელისუფლებას და მისცეს ეს შენიშვნა”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, განემარტა კერძოდ რას მოიცავს ბრიტანული სტანდარტი, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ თუ იქნება შემოღებული რეგულაცია, რომელიც ასცდება კონსტიტუციის მეორე თავს, საკონსტიტუციო სასამართლო მას არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს.

„ასე ქუჩაში მიცემული განმარტებით, ეს არ გამოვა. საქართველოში დაცულია სიტყვის და ადამიანის ნებისმიერი უფლება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით. თუ იქნება შემოღებული ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ასცდება კონსტიტუციის მეორე თავს, საკონსტიტუციო სასამართლო მას არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, ამ კანონის ფარგლებში რა სიახლეს სთავაზობს ხელისუფლება მოსახლეობას და მედიას, შარმანაშვილმა აღნიშნა: “არაფერ სიახლეს არ გთავაზობთ, ბრიტანულ სტანდარტს გთავაზობთ”.

„ცვლილებების გარეშე, იმავე სტანდარტს გადმოვიტანთ. თუ რამე კითხვას გააჩენს, მაშინ მივაკითხოთ ამ კანონის შემომღებებს. მივაკითხოთ ბრიტანეთს, დავუქნიოთ თითი და ვუთხრათ, რომ ადამიანის უფლებების რა დაბალი სტანდარტი გაქვს”, - განმარტა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

მისი განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია