შალვა პაპუაშვილი - 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში - ეს არის ის, რაც საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს

49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღე“.

„49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში. ვნახოთ, რას გააკეთებენ ისინი. მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს. ვამბობდით: „ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის“ - ამათმა გადაწყვიტეს, რომ მეორეჯერ შესულიყვნენ იგივე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ ამ ქცევით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვას, რომელიც პარტია „გახარია საქართველოს“ მიერ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით მიმართვას შეეხებოდა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ეს მათი ინტერესის სფერო არ არის, თუმცა თუ აღნიშნული პარტია დატოვებას გადაწყვეტს, ამ გადაწყვეტილებას „ყველანაირად მიესალმებიან“.

„ეს არ არის ჩვენი ინტერესის სფერო. რაც შემაწუხებელია ის არის, რომ 12 „ნაცი“ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველანაირად“, - განმარტა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო