„დემოკრატი“ კონგრესმენი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს

ამერიკელი “დემოკრატი” კონგრესმენი ალ გრინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას გრინმა დონალდ ტრამპი ღაზას სექტორთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

“ღაზაში ეთნიკური წმენდა არ არის ხუმრობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მოდის. ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტისკენ სვლა დაიწყო. ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებს წარვადგენ შემოთავაზებული და განხორციელებული ვერაგი საქმეების გამო”, - აღნიშნა კონგრესმენმა.

Axios-ი წერს, რომ ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობა, თითქმის დანამდვილებით, წარუმატებელი იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს