თენგიზ ფხალაძე - „ქართული ოცნება“ ზუსტად მიუყვება იმ სახელმძღვანელოს, რაც იმ ქვეყნებში ვნახეთ, სადაც ავტორიტარიზმი დამყარდა - ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ, სადაც ვიყავით

„ქართული ოცნება“ ზუსტად მიუყვება იმ სახელმძღვანელოს, რაც ჩვენ ვნახეთ სხვა ქვეყნებში, სადაც ავტორიტარიზმი დამყარდა, - ამის შესახებ ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, თენგიზ ფხალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი გამოცდა არის „თუ რამდენად ერთგულია საზოგადოება დემოკრატიული ღირებულებების და რამდენად ერთგული ვართ ქართული სახელმწიფოებრიობის“.

„მართლაც უპრეცედენტო კრიზისში ვართ. ასეთი ეგზისტენციალური კრიზისი არ გვქონია. დღეს მართლაც ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, რაზეც გულწრფელად არ მეგონა, რომ ოდესმე დამოუკიდებლობიდან 30 და მეტი წლის შემდეგ კიდევ დავუბრუნდებოდით, რაც შეეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიას და ა.შ. რეალურად, მომავალი ხსნაც თუ არ ხსნაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კონსოლიდირებული იქნება საზოგადოება. დღევანდელი გამოცდა არის იმისა, თუ რამდენად ერთგულია საზოგადოება დემოკრატიული ღირებულებების და რამდენად ერთგული ვართ ქართული სახელმწიფოებრიობის.

თუ მტრად ვაცხადებთ დასავლეთს, ლიბერალურ დემოკრატიას და ამ ყველაფერს ვეძახით „დიფ სთეითს“, „გლობალური ომის“ პარტიას, მასონებს, ილუმინატებს, უცხოპლანეტელებს და ა.შ. მაშინ ამ სამყაროსგან დისტანცირება ხდება და უფრო ახლო ურთიერთობების დამყარება, განვითარება იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვა ბლოკს. ასეთი შეიძლება იყოს: ირანი, რუსეთი და ა.შ.

იმდენად უკან წავედით და ჩამოვრჩით ბევრ რაღაცებს, თან ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იმდენად დინამიურია, რაც ხდება. ეს ინტერესი ახლა არის და თუ გაჩერდა (მაგალითად: ევროკავშირის გაფართოების პროცესი), მერე იქ დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელი ხდება. ეს ვარდნის პროცესი გრძელდება, ამ წუთას ჩვენ უკან და უკან მივდივართ, ფაქტობრივად, ყოველდღიურად. ძალიან სერიოზული და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ, სადაც ვიყავით“, - განაცხადა ფხალაძემ.

გარდა ამისა, ფხალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „უარესი სანქციები მათ მიმართ წამოვიდეს“.

„თავისუფლად შეიძლება გადახედოს ტრამპის ადმინისტრაციამ [ურთიერთობებს] და არ მგონია, ეს გადახედვა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხდება. იმიტომ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ უფრო ხისტია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო და ვიტყვი, რომ ნაკლებად დიპლომატიური. თქვენ ხედავთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ის დგამს, იგივე პანამის, ისრაელის, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ფხალაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს