კახა კალაძე - სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ქვეყნის დაცვაზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე

[სანქციები] ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ქვეყნის დაცვაზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი.

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა მოლოდინიც გვაქვს, ეს არის ურთიერთობების გადატვირთვა. როგორც იცით, ამერიკას ჰყავს ახალი პრეზიდენტი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს ბოლომდე დაამარცხოს „დიფ სტეიტი“, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული მსოფლიოში. შევძლებთ თანამშრომლობას, პარტნიორობას, ურთიერთობების გაღრმავებას - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება აშშ-სთან.

სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ეს ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ქვეყნის დაცვაზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ამ ყველაფრისთვის გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, ყოველთვის დავიცავთ ქვეყანას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში და მოვახდინოთ ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გადმოიტანა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კომპანიები ოფშორებიდან საქართველოში, კალაძე ამბობს, რომ „ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ საკუთარ თანხებზე უარი თქვა“.

„თქვენ რამდენიც არ უნდა იჭორაოთ და რაც არ უნდა მოიგონოთ, ფაქტი არის ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებდნენ მისი პირადი თანხებით, რომ დაეთმო ქვეყნის ინტერესი. ეს არის კონკრეტული ფაქტი, როდესაც მას დაუყადაღეს თანხები იმის გამო, რომ მან არ გადადგა ის ნაბიჯი, რაც უნდოდათ ქვეყნის მტრებს, რაც უნდოდა „დიფ სტეიტს“ და მათ წარმომადგენლებს. ქვეყანაში არ გაჩაღდა ომი, არ გაიხსნა მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს. ამის გამო ადამიანმა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, უარი თქვა თავის თანხებზე, რამდენიმე მილიარდზეა საუბარი. ის არ დაექვემდებარა შანტაჟს და არ დათმო ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე