ირაკლი კუპრაძე - საერთაშორისო არაღიარების პირობებში, ბიძინა ივანიშვილი დარჩება რიგით, პატარა მარიონეტად, რომელსაც ბევრად მეტი ფასის გადახდა მოუწევს თუ ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს

საერთაშორისო არაღიარების პირობებში, ბიძინა ივანიშვილი დარჩება რიგით, პატარა მარიონეტად, რომელსაც ბევრად მეტი ფასის გადახდა მოუწევს თუ ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კუპრაძის თქმით, ერთადერთი არჩევანი, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს, „ხელისუფლების დათმობა და ახალი არჩევნების ჩანიშვნაა“.

„ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, პირდაპირ აკეთებს განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა საგარეო კურსი, რაც კონსტიტუციის დარღვევა და საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ნების უგულებელყოფაა. ის მოუწოდებს, დაბრუნდეს საგარეო კურსზე, რაც გულისხმობს ევროინტეგრაციის პროცესს. ერთადერთი არჩევანი ბიძინა ივანიშვილს აქვს, რომ დათმოს ხელისუფლება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს საქართველოს მოქალაქეების სრულ უმრავლესობასთან დაპირისპირება, რის ბრძოლასაც და ომსაც ვერ მოიგებს. საერთაშორისო არაღიარების პირობებში, ბიძინა ივანიშვილი დარჩება რიგით პატარა მარიონეტად, რომელსაც ბევრად მეტი ფასის გადახდა მოუწევს თუ ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!