ლუდი „ნატახტარი“ 20 წლის აღნიშვნას ქომაგებთან ერთად იწყებს - #20წელიერთად

ლუდი „ნატახტარი“ 20 წლისაა! ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა ბრენდმა რაგბის ევროპის ჩემპიონატით დაიწყო და მომხმარებელს ლუდ „ნატახტარს“ სპეციალურად ჩემპიონატისთვის შექმნილი შეფუთვით სთავაზობს.

ლუდი „ნატახტარი“ ათ წელზე მეტია ხელს უწყობს ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას. სწორედ, ქომაგების წახალისებისა და ქომაგობის კულტურის ხელშეწყობის მიზნით, წელსაც რაგბის გულშემატკივრებისთვის სპეციალური პლატფორმა Komagebi.ge განახლდა.

და მაინც, როგორ მიიღოთ მონაწილეობა ლუდი „ნატახტარის“ თამაშში? დასაწყისისთვის შედიხართ „ნატახტარის“ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებლობა გაქვთ რამდენიმე წამში შექმნათ თქვენი ანგარიში. შემდეგ აღმოჩნდებით რაგბის სამყაროში, სადაც ყოველი შემდეგი თამაში ახალ გამოწვევას გპირდებათ - მთავარი პირობაა გამოიცნოთ მატჩების შედეგები და თითოეული პროგნოზის შემდეგ, დაელოდოთ ქულების დაგროვებას. ლიდერბორდი კი, თქვენი თანამგზავრი იქნება ამ მოგზაურობაში, რომელიც აუცილებლად დაგანახებთ, რამდენად ახლოს ხართ გამარჯვებასთან!

აქვე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ქულების დაგროვებასთან ერთად გაძლევთ შანსს მიიღოთ „ნატახტარის“ სპეციალური პრიზები.

„ლუდი „ნატახტარი“ პირველად 20 წლის წინ ჩამოვასხით და ამ დროიდან მოყოლებული ბაზრის ლიდერები ვართ. ეს სტატუსი გვავალდებულებს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ, როგორც მომხმარებლის, ისე ზოგადად, ქართული ლუდის ინდუსტრიის მიმართ. ამასთან, საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია მომხმარებელთან. შესაბამისად, 20 წლის აღნიშვნა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენით - რაგბის ევროპის ჩემპიონატით დავიწყეთ და მომხმარებელს ლუდი „ნატახტარი“ რაგბის თემატიკის შეფუთვით შევთავაზეთ. ეს სპეციალური გამოშვება ხელმისაწვდომი იქნება ყველა სარეალიზაციო არხში რაგბის ევროპის ჩემპიონატის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კამპანია დადებითი მუხტის მატარებელია. სურვილს გიასმაგებთ, მოიმარაგოთ ბევრი „ნატახტარი“, გაეცნოთ გათამაშების წესებს, გაუზიაროთ ერთმანეთს ემოციები, უგულშემატკივროთ ქართულ რაგბს და უსურვოთ ჩვენ ბიჭებს გამარჯვება, “ - განმარტავს „ნატახტარის“ ბრენდ მენეჯერი ანეტა დემურიშვილი.

გაუზიარეთ Komagebi.ge მეგობრებს!

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს და ვუსურვოთ გამარჯვება!

#ერთადვიმარჯვებთ #20წელიერთად

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება