ლუდი „ნატახტარი“ 20 წლის აღნიშვნას ქომაგებთან ერთად იწყებს - #20წელიერთად

ლუდი „ნატახტარი“ 20 წლისაა! ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა ბრენდმა რაგბის ევროპის ჩემპიონატით დაიწყო და მომხმარებელს ლუდ „ნატახტარს“ სპეციალურად ჩემპიონატისთვის შექმნილი შეფუთვით სთავაზობს.

ლუდი „ნატახტარი“ ათ წელზე მეტია ხელს უწყობს ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას. სწორედ, ქომაგების წახალისებისა და ქომაგობის კულტურის ხელშეწყობის მიზნით, წელსაც რაგბის გულშემატკივრებისთვის სპეციალური პლატფორმა Komagebi.ge განახლდა.

და მაინც, როგორ მიიღოთ მონაწილეობა ლუდი „ნატახტარის“ თამაშში? დასაწყისისთვის შედიხართ „ნატახტარის“ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებლობა გაქვთ რამდენიმე წამში შექმნათ თქვენი ანგარიში. შემდეგ აღმოჩნდებით რაგბის სამყაროში, სადაც ყოველი შემდეგი თამაში ახალ გამოწვევას გპირდებათ - მთავარი პირობაა გამოიცნოთ მატჩების შედეგები და თითოეული პროგნოზის შემდეგ, დაელოდოთ ქულების დაგროვებას. ლიდერბორდი კი, თქვენი თანამგზავრი იქნება ამ მოგზაურობაში, რომელიც აუცილებლად დაგანახებთ, რამდენად ახლოს ხართ გამარჯვებასთან!

აქვე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ქულების დაგროვებასთან ერთად გაძლევთ შანსს მიიღოთ „ნატახტარის“ სპეციალური პრიზები.

„ლუდი „ნატახტარი“ პირველად 20 წლის წინ ჩამოვასხით და ამ დროიდან მოყოლებული ბაზრის ლიდერები ვართ. ეს სტატუსი გვავალდებულებს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ, როგორც მომხმარებლის, ისე ზოგადად, ქართული ლუდის ინდუსტრიის მიმართ. ამასთან, საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია მომხმარებელთან. შესაბამისად, 20 წლის აღნიშვნა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენით - რაგბის ევროპის ჩემპიონატით დავიწყეთ და მომხმარებელს ლუდი „ნატახტარი“ რაგბის თემატიკის შეფუთვით შევთავაზეთ. ეს სპეციალური გამოშვება ხელმისაწვდომი იქნება ყველა სარეალიზაციო არხში რაგბის ევროპის ჩემპიონატის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კამპანია დადებითი მუხტის მატარებელია. სურვილს გაიასმაგებთ, მოიმარაგოთ ბევრი „ნატახტარი“, გაეცნოთ გათამაშების წესებს, გაუზიაროთ ერთმანეთს ემოციები, უგულშემატკივროთ ქართულ რაგბს და უსურვოთ ჩვენ ბიჭებს გამარჯვება, “ - განმარტავს „ნატახტარის“ ბრენდ მენეჯერი ანეტა დემურიშვილი.

გაუზიარეთ Komagebi.ge მეგობრებს!

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს და ვუსურვოთ გამარჯვება!

#ერთადვიმარჯვებთ #20წელიერთად

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის