„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში კლინიკურ პრაქტიკას გადიან

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები გერმანიაში, „ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას გადიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები „ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში სტაჟირებას გაივლიან.

გარდა პრაქტიკისა, სტუდენტებს მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორები თეორიულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ.

„სტუდენტებთან ერთად პარტნიორ უნივერსიტეტს არსებული თანამშრომლობის გასაღრმავებლად „ევროპის უნივერსიტეტის“ სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ჭყოიძე ეწვია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ხარჯებს სრულად ფარავს „ევროპის უნივერსიტეტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს