კიტ კელოგი - უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი აშშ-ში იარაღის წარმოებაზე იყო მიმართული

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც შეერთებული შტატების დახმარებისთვის გამოყოფილი 170 მილიარდ დოლარზე მეტიდან უკრაინამ მხოლოდ 76 მილიარდი მიიღო და განმარტავს, რომ უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი აშშ-ში იარაღის წარმოებაზე იყო მიმართული.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკელმა ხალხმა უკრაინას $174 მილიარდზე მეტი გამოუყო და ჩვენ დავაყენეთ გენერალური ინსპექტორები ადგილზე უკრაინაში და აქ, რათა თვალყური ადევნონ ამ ფულს. ასე რომ, ძალიან კარგად ვიცით, სად მიდის ის“, - განაცხადა კელოგმა Newsmax-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი მიმართული იყო უშუალოდ შეერთებულ შტატებში იარაღის წარმოებაზე, მათი შემდგომი უკრაინაში გადაცემისთვის.

"ასე რომ, თუ ის (ვოლოდიმირ ზელენსკი) ფიქრობს, რომ მთელი 174 მილიარდი დოლარი უკრაინის ბანკშია... რა თქმა უნდა, ჩვენ შევავსებთ რეზერვებს და ამიტომ უნდა ვიყიდოთ (იარაღი) აქ, აშშ-ში", - განაცხადა კელოგმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-ს განუცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან გამოყოფილი 177 მილიარდი დოლარის დახმარებიდან მხოლოდ 76 მილიარდი მიიღო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე