იაპონიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შიგერუ იშიბა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები თავდაცვისა და ეკონომიკის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ.

ამასთან, იშიბა, სავარაუდოდ, შეეცდება განიხილოს იაპონური ინვესტიციები აშშ-ში, ისევე როგორც ორი ქვეყნის უსაფრთხოების ალიანსი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც იაპონია ცენტრალური ქვეყანაა ვაშინგტონის უსაფრთხოების სტრატეგიაში.

„მინდა დავადასტურო პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომ იაპონია და აშშ ითანამშრომლებენ ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში და რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მშვიდობისთვის და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ თავისუფლებისა და ღიაობის განსავითარებლად“, - განაცხადა იშიბამ.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე დონალდ ტრამპთან ნდობას დაამყარებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება