ირაკლი ფავლენიშვილი - დიქტატურა ყველა კანონს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს - FARA ვიცი, რომ ამერიკულია, რაც შეეხება მის ზუსტ ასლს, მდინარაძის არავის სჯერა - ამ კანონის ივანიშვილისეული ვერსია აუცილებლად რეპრესიული იქნება

დიქტატურა ყოველთვის, ყველა კანონს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს - FARA ვიცი, რომ ამერიკულია, რაც შეეხება მის ზუსტ ასლს, მდინარაძის არავის სჯერა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ და მისაღებ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, ქვეყანაში კანონპროექტებმა აზრი დაკარგა.

„ამ ქვეყანაში კანონპროექტებს აზრი დაკარგული აქვს იმიტომ, რომ რეჟიმი გადასულია რეპრესიებზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე, წამება და არაადამიანური მოპყრობა მსოფლიოს მასშტაბით არანაირი კანონმდებლობით არ მართლდება. რაც შეეხება კონკრეტულ კანონებს, ყველა კანონს ის ირგებს საკუთარი რეპრესიული მიზნებისთვის, მათ შორის ბოლო კანონების მიღების მიზანი სწორედაც რომ რეპრესიული ზომების გატარება იყო.

თქვენ უწოდებთ ამერიკულ და ევროპულ კანონებს იმ კანონებს, რომლებიც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არის რუსული კანონი. ამიტომ ამ კანონის ივანიშვილისეული ვერსია აუცილებლად იქნება რეპრესიული. FARA ვიცი,რომ ამერიკულია, რაც შეეხება მის ზუსტ ასლს, მდინარაძის არავის სჯერა. შეიძლება თქვენ გჯეროდეთ, მაგრამ თქვენ გარდა საქართველოში არავის სჯერა.

კონტრკითხვა მაქვს, წამება და მოპყრობა თვეების მანძილზე, როგორ შეიძლება იყოს კანონიერი? ამას ითვალისწინებს ივანიშვილის რეჟიმი და ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირი კანონის ინტერპრეტაციას საკუთარი მიზნებისთვის მოახდენს“, -განუცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ