გიგი უგულავა - „ქართულმა ოცნებამ“ საიდანაც არ უნდა გადმოწეროს კანონი, იქნება ეს ავსტრალიური, ამერიკული, ზემო თუ ქვემო ზელანდიური, ყველა კანონი რუსული დიქტატურის გაძლიერებისკენ არის მიმართული - კანონები ვერ იმუშავებს

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი, რუსული სულისკვეთებით არის გამსჭვალული. რაც არ უნდა დაარქვან, გადაწერონ და გადმოწერონ, ეს არის სიმულაცია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, მათ შორის მედიასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე.

როგორც უგულავამ აღნიშნა, კანონები ვერ იმუშავებს, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და „პოლიცია გადაქცეულია „ხარებას“ სადამსჯელო რაზმად“.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი, რუსული სულისკვეთებით არის გამსჭვალული. ამიტომ, რაც არ უნდა დაარქვან, გადაწერონ და გადმოწერონ, ეს არის სიმულაცია. კანონები ვერ იმუშავებს, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიცია არის გადაქცეული ხარებას სადამსჯელო რაზმად, სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. „ქართულმა ოცნებამ“ საიდანაც არ უნდა გადმოწეროს კანონი, იქნება ეს ავსტრალიური, ამერიკული, ზემო თუ ქვემო ზელანდიური, პორტუგალიური, ბრაზილიური, „ქართული ოცნების“ მიღებული ყველა კანონი რუსული დიქტატურის გაძლიერებისკენ არის მიმართული“, - აღნიშნა უგულავამ.

ინფორმაციისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

გარდა ამისა, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არ აუმოქმედებიათ, მის ნაცვლად კი მიიღებენ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველყოფენ მის სრულფასოვან ამოქმედებას“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება