პეტრას აუსტრევიჩუსი - დასავლეთის ქვეყნებში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს, არავითარ შემთხვევაში - სანაცვლოდ ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ, მინსკში უნდა წავიდნენ, მათი პარტნიორები იქ არიან

დასავლეთის ქვეყნებში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გარემოცვიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს, არავითარ შემთხვევაში - სანაცვლოდ ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ, მინსკში უნდა წავიდნენ, მათი პარტნიორები იქ არიან, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ გაკეთდა, საკმარისი არ არის და თანამშრომლობის ბევრი პროექტი უნდა შემცირდეს.

„რაც გაკეთდა, არ არის საკმარისი. დიპლომატიური პასპორტების შეჩერება კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა შევამციროთ ბევრი თანამშრომლობის პროექტი და პოლიტიკის ხაზი, მათ შორისაა იზოლაცია. იზოლაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ხალხისთვის და ამას ქვეყანა იგრძნობს, მაგრამ ავტორიტარული დიქტატურის რეჟიმებს რომ ებრძოლო, რაღაც უნდა გააკეთო. როგორც ამას ვაკეთებთ ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ქვეყნების კატეგორიაშია. ჩვენ არ გვინდოდა ამის დანახვა, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის არჩევანია. ჰკითხეთ მათ, რატომ აკეთებენ ამას. ვფიქრობ, ამ მხრივ უფრო იზოლაციონისტები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ამასთან, კითხვაზე, ვის გულისხმობს, როდესაც იზოლაციაზე საუბრობს - ქართველ ხალხს თუ მთავრობას, პეტრას აუსტრევიჩუსმა თქვა, რომ მთავრობას.

„მთავრობის, რა თქმა უნდა. მე არ ვსაუბრობ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნებში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გარემოცვიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს, არავითარ შემთხვევაში - სანაცვლოდ ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ; მინსკში უნდა წავიდნენ. მათი პარტნიორები იქ არიან და არა ბრიუსელში ან ვილნიუსში“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ამასთან, მან ქართველ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება არ უნდა მიჰყვეს კრემლის პროპაგანდას, რომელიც ხანდახან ქართულ ენაზე საუბრობს.

„[ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა] ნუ იქნებით იმედგაცრუებულები. არ მოგატყუოთ მმართველი პარტიის ოფიციალური პირების პროპაგანდამ. იმედია ქართველები საღი აზროვნების ხალხია. ისინი ყველაფერს ისე ხედავენ, რა გზითაც მიდიან. [ხელისუფლების] პროპაგანდაში დიდი საშიშროებაა, ამ ომზე ან მშვიდობაზე საუბარი და ა.შ. ის შექმნილია არა ქართველების, არამედ პუტინის რეჟიმის მიერ. ამიტომ ხალხმა უნდა გააცნობიეროს რეალური საფრთხეები. კრემლში არიან ადამიანები, ძალიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით პიარი და კომუნიკაცია. მათ იციან, რომ ქართველებს ეშინიათ და მათ ჯერ კიდევ აქვთ მოგონებები 2008 წლიდან. ისინი უბრალოდ იყენებენ ამ არგუმენტს და იყენებენ ამ რიტორიკას სოციალური ზეწოლისა და გაურკვევლობის გაზრდის მიზნით. ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ამიტომ ნუ მიჰყვებით კრემლის პროპაგანდას, რომელიც ხანდახან ქართულ ენაზე საუბრობს“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

პეტრას აუსტრევიჩუსი - დასავლეთის ქვეყნებში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს, არავითარ შემთხვევაში - სანაცვლოდ ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ, მინსკში უნდა წავიდნენ, მათი პარტნიორები იქ არიან

დასავლეთის ქვეყნებში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გარემოცვიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს, არავითარ შემთხვევაში - სანაცვლოდ ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ, მინსკში უნდა წავიდნენ, მათი პარტნიორები იქ არიან, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ გაკეთდა, საკმარისი არ არის და თანამშრომლობის ბევრი პროექტი უნდა შემცირდეს.

„რაც გაკეთდა, არ არის საკმარისი. დიპლომატიური პასპორტების შეჩერება კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა შევამციროთ ბევრი თანამშრომლობის პროექტი და პოლიტიკის ხაზი, მათ შორისაა იზოლაცია. იზოლაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ხალხისთვის და ამას ქვეყანა იგრძნობს, მაგრამ ავტორიტარული დიქტატურის რეჟიმებს რომ ებრძოლო, რაღაც უნდა გააკეთო. როგორც ამას ვაკეთებთ ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ქვეყნების კატეგორიაშია. ჩვენ არ გვინდოდა ამის დანახვა, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის არჩევანია. ჰკითხეთ მათ, რატომ აკეთებენ ამას. ვფიქრობ, ამ მხრივ უფრო იზოლაციონისტები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ამასთან, კითხვაზე, ვის გულისხმობს, როდესაც იზოლაციაზე საუბრობს - ქართველ ხალხს თუ მთავრობას, პეტრას აუსტრევიჩუსმა თქვა, რომ მთავრობას.

„მთავრობის, რა თქმა უნდა. მე არ ვსაუბრობ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნებში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გარემოცვიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს, არავითარ შემთხვევაში - სანაცვლოდ ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ; მინსკში უნდა წავიდნენ. მათი პარტნიორები იქ არიან და არა ბრიუსელში ან ვილნიუსში“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ამასთან, მან ქართველ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება არ უნდა მიჰყვეს კრემლის პროპაგანდას, რომელიც ხანდახან ქართულ ენაზე საუბრობს.

„[ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა] ნუ იქნებით იმედგაცრუებულები. არ მოგატყუოთ მმართველი პარტიის ოფიციალური პირების პროპაგანდამ. იმედია ქართველები საღი აზროვნების ხალხია. ისინი ყველაფერს ისე ხედავენ, რა გზითაც მიდიან. [ხელისუფლების] პროპაგანდაში დიდი საშიშროებაა, ამ ომზე ან მშვიდობაზე საუბარი და ა.შ. ის შექმნილია არა ქართველების, არამედ პუტინის რეჟიმის მიერ. ამიტომ ხალხმა უნდა გააცნობიეროს რეალური საფრთხეები. კრემლში არიან ადამიანები, ძალიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით პიარი და კომუნიკაცია. მათ იციან, რომ ქართველებს ეშინიათ და მათ ჯერ კიდევ აქვთ მოგონებები 2008 წლიდან. ისინი უბრალოდ იყენებენ ამ არგუმენტს და იყენებენ ამ რიტორიკას სოციალური ზეწოლისა და გაურკვევლობის გაზრდის მიზნით. ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ამიტომ ნუ მიჰყვებით კრემლის პროპაგანდას, რომელიც ხანდახან ქართულ ენაზე საუბრობს“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა