პეტრას აუსტრევიჩუსი - ჩვენ, ალბათ, არასათანადოდ შევაფასეთ ევროპული გზის დასასრულებლად „ქართული ოცნების“ გეგმები - ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია: ან აღვადგენთ ურთიერთობას, რაც ადრე გვქონდა ან საქართველო აღმოსავლეთით წავა

ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში - ან აღვადგინოთ ის ურთიერთობა, რაც ადრე გვქონდა ან საქართველო მართლაც აღმოსავლეთით წავა და ამ ყველაფერს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი შედეგები აქვს, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გზა აღმოსავლური გზაა და ამ ყველაფრის გავლენა ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად დამანგრეველი იქნება.

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯეროდა, რომ სიტუაცია შეიძლებოდა ასეთი ცუდი ყოფილიყო, როგორც ეს ახლა ხდება. მაგრამ, ალბათ, ჩვენ არ შევაფასეთ და არასათანადოდ შევაფასეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმები საქართველოს ევროპული გზის დასასრულებლად. ისინი მოქმედებენ განსხვავებული სცენარით, ავტორიტარული რეჟიმის სცენარით, პლურალისტური საზოგადოების გარეშე, განსხვავებული მოსაზრებების გარეშე, ძლიერი ოპოზიციის გარეშე. ეს აბსოლუტურად რუსული გზაა, აღმოსავლური გზა. ეს ძალიან ცუდი ამბავია ქართველი ხალხისთვის, რადგან ამ ყველაფრის გავლენა იქნება აბსოლუტურად დამანგრეველი და ეს უკვე ასეც არის.

შემიძლია გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ყველა ოფიციალური კონტრაქტი გავაუქმეთ. მე პირადად უკან დასახევ გზას ვერ ვხედავ. ვგულისხმობ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან. მომავალ კვირას გვექნება რეზოლუცია საქართველოს შესახებ. კიდევ ერთხელ ველოდები ძალიან მკაფიო განცხადებებს. მე ნამდვილად მინდა დავინახო, [ევროკავშირის] წევრი ქვეყნები, რომლებიც მიჰყვნენ ამ ხაზს. ზოგიერთ დედაქალაქსა და თბილისს შორის არ არსებობს ინდივიდუალური მიდგომა ან განსხვავებული ურთიერთობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მართლაც გადამწყვეტი წერტილია საქართველოს ისტორიაში. ან აღვადგინოთ ის ურთიერთობა, რაც ადრე გვქონდა ან საქართველო მართლაც აღმოსავლეთით წავა. ამ ყველაფერს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი შედეგები აქვს“,- განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ამასთან, კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად, აუსტრევიჩუსი არჩევნებს ასახელებს.

„არჩევნები. ეს ძალიან საბაზისო რაღაცაა. მათ შეცდომა დაუშვეს. არჩევნების დროს იყო გაყალბება, დიდი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, ბევრი დაშინება და ძალადობაც კი გამოიყენეს დამოუკიდებელი დამკვირვებლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ამისთვის მათ უნდა გადაიხადონ ფასი და უნდა შეიმუშაონ გეგმა. ჩვენ ვთქვით, არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენს რეზოლუციებში, რა არის გასაკეთებელი, თუმცა, არანაირი პასუხი [არ ისმის] თბილისიდან. ბურთი ახლა თბილისის მოედანზეა“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში