თინა ბოკუჩავა - ვისურვებდი, რომ სტრატეგიულ ბუნდოვანებას, რომლის შენარჩუნებასაც ახლა გახარია ცდილობს, მორალური და პოლიტიკური სიცხადე ამჯობინოს

ვისურვებდი, რომ სტრატეგიულ ბუნდოვანებას, რომლის შენარჩუნებასაც თითქოს და ახლა, გახარია ცდილობს, ამჯობინოს მორალური და პოლიტიკური სიცხადე,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შესახებ, რომელსაც საპარლამენტო მანდატებზე, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, უარი არ უთქვამს.

ბოკუჩავას, თქმით, სიცხადით გაირკვევა, უწყობს თუ არა გიორგი გახარია ხელს „ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის შენარჩუნებას“.

„ივანიშვილის რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების ნებისმიერი მცდელობა არის დიდი სერთო ოპოზიციური, საზოგადოებრივი და ეროვნული მიზნების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება. ამიტომ, ნამდვილად ვისურვებდი, რომ ამგვარ სტრატეგიულ ბუნდოვანებას, რომლის შენარჩუნებასაც თითქოს და ახლა, გახარია ცდილობს, ამჯობინოს მორალური და პოლიტიკური სიცხადე, სადაც გვეცოდინება, ის ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის შენარჩუნებას, თუ აკეთებს საერთო ოპოზიციურ, ეროვნულ სახალხო საქმეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია