პეტრე ცისკარიშვილი - გახარიას აპრილ-მაისში დაუდგება „ჭეშმარიტების მომენტი“: ან მოუწევთ პარლამენტში შესვლა ან გარიცხავენ - მალე ვნახავთ მათ რეალურ სახეს: არიან ხალხის მხარეს, თუ „უპრავებენ“ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სავარაუდოდ, საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება და პარლამენტში ადგილის შენარჩუნება სურს.

როგორც ცისკარიშვილმა სადეპუტატო მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მალე გაირკვევა გიორგი გახარია ხალხის, ოპოზიციის მხარეს დგას თუ „ქართულ ოცნებას“ ამ პარლამენტს „უპრავებს“.

„გახარიას გადაწყვეტილება გასაგებია, ის საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება, უნდა რაღაცნაირად შეინარჩუნოს ეს ადგილი პარლამენტში, მაგრამ მათ ფრაქციასაც დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი სულ რამდენიმე თვეში. ამ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ან მოუწევთ პარლამენტში შესვლა და დაფიქსირება, ამ რეჟიმის ამ ფორმით ერთგვარი ლეგიტიმაცია, მათთან ერთად ერთ დარბაზში ყოფნა, იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ყოფნა PACE-შიც კი არავის უნდა, ან არადა, „ოცნებას“ მოუწევს მათი გარიცხვა არა განცხადებების საფუძველზე, არამედ გაცდენების გამო. ეს ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დადგება. მაშინ ვნახავთ მათ რეალურ სახეს, არიან ისინი ხალხის, ოპოზიციის მხარეს, უერთდებიან იმ სულისკვეთებას, რომელიც არის, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, თუ ჟარგონზე რომ ვთქვათ, „უპრავებენ“ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს და ლეგიტიმაციას აძლევენ“, -განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს. პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია