პეტრე ცისკარიშვილი - მიშა სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას პროცესი შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითია, როცა პროკურორები, მოსამართლეები და სასამართლო ერთ გუნდში თამაშობენ და ივანიშვილს ექვემდებარებიან

ამ პროცესზე პროკურორები და მოსამართლეები ერთ გუნდში თამაშობენ და ემორჩილებიან ივანიშვილს, - აღნიშნულის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ხელისუფლებას აშინებს და ამიტომ უნდათ, რომ ის საკანში იყოს გამოკეტილი.

„მიშა სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას პროცესი შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითია, როდესაც პროკურორები, მოსამართლეები და სასამართლო ერთ გუნდში თამაშობენ და ივანიშვილს ექვემდებარებიან. ერთ მხარეს არიან აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილი, რომლის გარეთ ყოფნაც რეჟიმს აშინებს და ამიტომ უნდათ, საკანში იყოს გამოკეტილი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა