ნიკა გვარამია - პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან - კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ

ჩემთვის რამდენიმე რამეა ცხადი - კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „გრძელი ნახევრად ლიტერატურული ტექსტებით, გულისამაჩუყებელი ისტორიებით და დითირამბებით დიქტატურა არსად და არასდროს დამარცხებულა“.

„ჩემთვის რამდენიმე რამეა ცხადი:

1. რაც კეთდება, გინდა აქტივისტების, გინდა პოლიტიკოსების, გინდა ენჯეოების, გინდა მედიების მიერაც კი, საკმარისი არაა - რეჟიმი აგონიაში არაა. იგი დასუსტებულია, იზოლაციაშია, მაგრამ ადაპტირებულია პროტესტსაც და იზოლაციასაც

2. დაჭერები მუშაობს. თუ ღიას არა, შინაგან ცენზურას მაინც იწვევს და სიფრთხილეს, რომელიც დაჭერების ინტენსიობის მატების კვალდაკვალ, ტრანსფორმირდება შიშში (რაც ძალიან ბუნებრივი და ადამიანურია)

3. პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან;

4. ყველას მუშაობით, განსაკუთრებით კი სახალხო პროტესტით, მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება მინიმუმ 1 თვეა;

5. პოლიტიკოსებმა ყველაფერი არ იციან და ყველაფერი არ შეუძლიათ. არაა სწორი მათგან შეუძლებლის მოთხოვნა და, განსაკუთებით, განტევების ვაცის ძერწვა. არც ახალი პარტიაა პანაცეა და არც არსებული პარტიების სრული შერწყმა;

6. კრიტიკა, ვისიც და რისიც არ უნდა იყოს, მტრობა არაა და მისი აუტანლობა და პრაქტიკულად აკრძალვა, მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ბაბლის ფსიქოლოგიურ კომფორტს ემსახურება, აფუჭებს საქმეს და გვაშორებს მიზანს.

7. ყველაფერი კარგად არაა, ყველაფერი რთულადაა და ეს კიდევ უფრო მეტი მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა ხელების ჩამოყრისკენ ან კომფორტზონის ძებნისკენ, რაც თავის მოტყუებას გულისხმობს, რომ ყველაფერი გადასარევად მიდის.

8. გრძელი ნახევრად ლიტერატურული ტექსტებით, გულისამაჩუყებელი ისტორიებით და დითირამბებით დიქტატურა არსად და არასდროს არ დამარცხებულა. არსად და არასდროს.

9. კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ“- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“