ლანა გალდავა - მედიის მიმართულებით დაინიცირებული ცვლილებები აბსოლუტურად რეპრესიული ხასიათისაა - როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს კანონებიც გაუქმდება

„ძლიერი საქართველოს“ წევრის ლანა გალდავას განცხადებით, მედიის მიმართულებით ხელისუფლების მიერ დაინიცირებული ცვლილებები აბსოლუტურად რეპრესიული ხასიათისაა.

როგორც გალდავამ აღნიშნა, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს კანონებიც გაუქმდება.

„კანონების დაჩქარებული წესით მიღებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს საფუძველი. ეს „ქართული ოცნებისთვის“ დისკომფორტის შემქმნელია და კანონების გამკაცრებაში გამოიხატება. რაც შეეხება მედიის მიმართულებით დაინიცირებულ ცვლილებებს, ეს არის აბსოლუტურად რეპრესიული ხასიათის. თუ დასაწყისში ფინანსურად გუდავდნენ მედიებს, ახლა აპირებენ ცენზურის ოფიციალურად დაკანონებას. მთლიანობაში „ქართული ოცნება“ ვერ იტანს კრიტიკულ მედიას, კრიტიკულ აზრს, მაგრამ მე მათ ვეუბნები, ყოველთვის, როდესაც ხელისუფლებები კანონების გამკაცრებასთან დაკავშირებით მსგავს ზომებს მიმართავენ, მითუმეტეს მიზეზების გარეშე, არაგანჭვრეტადი შედეგებით, ეს ყოველთვის იწვევს უკუეფექტს. უკუეფექტი იქნება ის, რომ უფრო მეტი ადამიანი აღივსება კრიტიკული აზრით, უფრო მეტი ჟურნალისტი გააკეთებს კრიტიკულ განმარტებებს. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს კანონებიც გაუქმდება“, - განაცხადა გალდავამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია