ურსულა ფონ დერ ლაიენი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლად უნდა შეეძლოს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლად უნდა შეეძლოს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას უზრუნველყოფს და აწვდის ხმას მსხვერპლებს მთელ მსოფლიოში. მას თავისუფლად უნდა შეეძლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპა ყოველთვის მხარს დაუჭერს სამართლიანობას და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაინი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასანქცირების შესახებ. აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომლის სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ისრაელია. ბრძანების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს