პიტერ სიიარტო - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასანქცირებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გასაგებია - სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხის გადახედვას უნგრეთიც განიხილავს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მისი მტკიცებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საკუთარი თავი გადააქცია მიკერძოებულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელიც მთელი საერთაშორისო სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს.

„მისი გადაწყვეტილებები მხოლოდ აღრმავებს გაურკვევლობას მსოფლიოს ისედაც პრობლემურ რეგიონებში“, - აღნიშნა სიიარტომ.

მისი თქმით, უნგრეთი ასევე გადახედავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს