მამუკა ხაზარაძე - რუსთაველის 8 ნომერში შეკრებილი ადამიანები, სრულიად უუნარონი ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის

26 ოქტომბერს არჩევნების მიტაცებიდან დღემდე ივანიშვილის არალეგიტიმურმა, „რუსულმა მთავრობამ“ ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან გაიხსენა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში გველოდება საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური კრიზისი.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, პარლამენტის შენობაში „შეკრებილი ადამიანები, სრულიად უუნარონი ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის“.

“მინდა გაგახსენოთ, თუ რა მოხდა ბოლო 3 თვის განმავლობაში - ანტიკონსტიტუციურად გააჩერა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, დაიწყო საპოლიციო ტერორი, რის შედეგადაც მივიღეთ 400-ზე მეტი დასახიჩრებული მშვიდობიანი დემონსტრანტი და 500 პოლიტიკური პატიმარი, არალეგიტიმური მთავრობის პირველი პირები დასანქცირებული არიან ამერიკისგან, დიდი ბრიტანეთისგან და ევროპისგან. სანქცირების პროცესი კვლავაც გრძელდება. არაღიარებულმა „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ამით კიდევ ერთხელ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. მიღებული დრაკონული კანონებით, მედიის გაკონტროლების მექანიზმის შემოღებით, ივანიშვილი ქვეყანაში უკვე დიქტატურას ამყარებს. ვხედავთ ტურისტებისგან დაცლილ სასტუმროებს, მძიმე ვითარებაშია კერძო სექტორი და უახლეს პერიოდში გველოდება საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური კრიზისი.

მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი მტკიცედ დგას იმ ფასეულობებისა და ღირებულებების სადარაჯოზე, რასაც თავისუფლება ჰქვია. ამისთვის კი ჩვენ ვხედავთ შეუპოვარ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ქუჩებში.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ მოაქცია არალეგიტიმური ხელისუფლება იზოლაციაში ჩვენც, დავტოვოთ მარტო, რომ მათი საქმიანობა რამის მომტანი არ გახდეს, ისედაც არაფრის მომტანი არ არის, მაგრამ ლეგალურად დავტოვოთ - იზოლაციაში

რუსთაველის 8 ნომერში შეკრებილი ადამიანები, სრულიად უუნარონი ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ლეგიტიმური საკითხის მისაღებად. მაგალითად: 113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 113 ხმაა საჭირო ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის; 100 ხმაა საჭირო ორი მოწვევის პარლამენტების მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 100 ხმაა საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, 100 ხმაა საჭირო უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის, 90 ხმაა საჭირო კონკორდატში ცვლილების დასამტკიცებლად, 90 ხმაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად, 90 ხმაა საჭირო იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად, 90 ხმაა საჭირო სახალხო დამცველის ასარჩევად, "ქართულ ოცნებას" კი პარლამენტში დღეს მხოლოდ 89 მანდატი აქვს!“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები