სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი „ვივამედში“ მზია ამაღლობელთან შევიდა

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ მზია ამაღლობელთან შევიდა.

ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ.

კლინიკა „ვივამდეში“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან შესვლამდე ექიმებმა კომენტარი გააკეთეს.

როგორც გასტროენტეროლოგმა, კარდიოლოგმა გიორგი გვილიამ განაცხადა, შიმშილობიდან 21-22 დღის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში რთული პროცესები მიმდინარეობს, ამიტომ მისი თქმით, შიმშილობიდან 21-ე დღის შემდეგ მდგომარეობა კრიტიკულად ითვლება.

„21-22 დღის მერე ითვლება რომ ადამიანის ორგანიზმში მძიმე მდგომარეობა უნდა განვითარდეს. მე-10 დღე არის კრიტიკული, როდესაც სამედიცინო თვალსაზრისით ძალიან კარგად უნდა შეაფასო. დასაწყისში იწყება ნახშირწყლების ცვლა, მისი გამოლევის შემდეგ ორგანიზმი ცხიმების მარაგზე გადადის. კრიტიკულია 21-22-23-ე დღე. ადამიანი არის ცუდად, სუსტად. მხოლოდ წონის კლებაზე არ არის საქმე, საკმაოდ რთული პროცესები ვითარდება ორგანიზმში“,- განაცხადა გვილიამ.

ინფორმაციისათვის, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის მიხედვით, ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის. ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით სამი დღის წინ გადაიყვანეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო