Reuters - მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, კარლ ნიკოლსმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის 500-მდე თანამშრომელი სამსახურში აღადგინა, ხოლო 2200-მდე თანამშრომლის გათავისუფლების გეგმა დროებით დაბლოკა.

მოსამართლემ აშშ-ის სამთავრობო მუშაკების პროფკავშირებისა და საგარეო სამსახურის მუშაკთა ასოციაციის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც მათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის მცდელობების შესაჩერებლად სასამართლოში შეიტანეს.

ამასთან, ნიკოლსმა USAID-ის შენობების გახსნისა და სააგენტოს გრანტების დაფინანსების შესახებ პროფკავშირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე კარლ ნიკოლსის ბრძანება, რომელიც ძალაში 14 თებერვლამდე იქნება, USAID-ის იმ თანამშრომლების სხვაგან გადაყვანას კრძალავს, რომლებიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის თანამშრომელთა რაოდენობის 10 000-დან 290-მდე შემცირებას გეგმავს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა