აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი 12 თებერვალს, ბრიუსელში გასამართ ნატო-ს თავდაცვის მინისტრებისა და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.

„უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს, მდივანი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. ასევე, უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით ევროპის ლიდერობის გაძლიერების აუცილებლობას ხაზს გაუსვამს“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიასა და პოლონეთსაც ეწვევა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს