„ვივამედის“ დირექტორი - მზია ამაღლობელის მდგომარეობა იგივე რჩება - უტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივე რჩება და განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები უტარდება.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელი ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

„მზია ამაღლობელის [ჯანმრთელობის] მდგომარეობა იგივე რჩება. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, მზია ამაღლობელი სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ის ასრულებს რეკომენდაციებს, რაც ექიმების მიერ გაცემულია. მას ასევე უტარდება დამატებითი, განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ თავდაპირველად სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. მზია ამაღლობელი უკვე 29-ე დღეა შიმშილობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს