გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი - მოსკოვი ღიაა უკრაინის საკითხზე შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის, მაგრამ რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით

რუსეთი ღიაა უკრაინასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის, მაგრამ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსკოვი ვაშინგტონისგან შესაბამის სიგნალებს ელოდება.

"ჩვენ ღია ვართ კონტაქტებისთვის, მაგრამ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით. ველოდებით შესაბამის სიგნალებს ამერიკული მხარისგან. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ და შესთავაზა მშვიდად საუბარი ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც აშშ-სა და რუსეთის ინტერესს წარმოადგენს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე", - აღნიშნა ნებენზიამ.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია იმის გააზრება, რომ „ტანგოს შესრულებას ორი სჭირდება“ და შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სურვილი საკმარისი არ არის.

„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე“, - აღნიშნა ნებენზიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა