სპიროს კაპრალოსი - ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტა „ბაკურიანი 2025“ გადმომეცა

ჩემთვის დიდი პატივია, რომ „ბაკურიანი 2025“-ის თემატიკაზე შექმნილი ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტა გადმომეცა. მიხარია, რომ საქართველო მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 2 000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრება. წინ საინტერესო შეჯიბრებები გველის, - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, ეროვნულმა ბანკის „ბაკურიანი 2025“ თემაზე შექმნილი ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაციაზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ნათია თურნავამ ვერცხლის მონეტები ასევე გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, 2010 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის მამას და ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი სპორტსმენის კობა წაქაძის შვილს.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „ბაკურიანი 2025“ ოფიციალურად დღეს იხსნება. ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ