რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, კონსტანტინოვკაში ოთხი ავიაიერიში განხორციელდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, კრამატორსკში ორი ადამიანი დაშავდა.

ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს Shahed-ის დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი შენობები და ავტომობილები დაზიანდა, დაშავდა ერთი ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად ხუთი სახლი და 15 მანქანა დაზიანდა.

რუსებმა დრონებით დედაქალაქ კიევსაც შეუტიეს. სოლომენსკის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად არასაცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე