„თავისუფლება მზიას“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ - ამ შინაარსის მოწოდებები ისმის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

„თავისუფლება მზიას“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ - ამ შინაარსის მოწოდებები ისმის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესზე დასასწრებად და სოლიდარობისთვის არიან შეკრებილი. მათ სასამართლოს ფოიეში საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ასე შეაცილეს ის პირები პროცესზე, რომელთა სასამართლოც იმართება.

ცხრა ადამიანის პროცესს მოსამართლე ციცინო მოსიძე უძღვება. ჟურნალისტებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან. მათ წინააღმდეგ საქმე 26 იანვარს მოსამართლის სახლთან შეკრების და პროტესტის გამო აღიძრა. შეკრებილები მზია ამაღლობელის პატიმრობას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქმი შემდეგ პირებს გამოუწერეს: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი; მაია ცირამუა - ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს