თსუ-სთან ფსიქოლოგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კოლეგების - მაია ცირამუას და ქეთი ფილაურის მხარდასაჭერად აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ფსიქოლოგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კოლეგების - მაია ცირამუას და ქეთი ფილაურის მხარდასაჭერად აქციას მართავენ.

ადგილზე აქციის მონაწილეებს ბუშტები და ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით - „ბოლოს საკუთარ შიშებთან მარტო დარჩებით და არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად“, „ვის ეშინია ფსიქოლოგების?“, „ქვეყნის სამსახური დანაშაული არ არის“ და ა.შ.

როგორ ერთ-ერთი აქციის მონაწილე ფსიქოლოგი აცხადებს, მიმდინარე პროცესებით ხელისუფლება ადამიანების დაშინებას ცდილობს.

„ვიცით, რომ შესაძლოა, ჩვენს კოლეგებს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდონ და გვინდა, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჩვენი მოსაზრება, რომ არ შეიძლება ადამიანს, ყოველგვარი მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის პატიმრობა შეუფარდონ. ხელისუფლება, ალბათ, ცდილობს დააშინოს ადამიანები, რომ გარეთ აღარ გამოვიდნენ. არ გვეშინია და არც მომავალში შეგვეშინდება!“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ასევე აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი არამარტო კოლეგების, არამედ ბოლო პერიოდში დაკავებული პირების მხარდასაჭერადაც არიან შეკრებილები.

ცნობისთვის, აქციის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს, რომლებსაც სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება. მათ 26 იანვარს, ქუთაისში. მოსამართლის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო შეკრება გამართეს, რის გამოც შსს-მ 9-ვე პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!