ლადო აფხაზავა - დღეს გაკვეთილზე უნდა ვყოფილიყავი და მიწევს სასამართლოში მოსვლა - თურმე სოლიდარობა ისჯება, ძალიან სამწუხაროა!

ცუდი სიტყვები არ გამოგვიყენებია, ჩვენი სოლიდარობა გამოვთქვით - თურმე სოლიდარობა ისჯება. ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ ქუთაისში, საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების, მათ შორის ლადო აფხაზავას სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

როგორც ლადო აფხაზავამ აღნიშნა, „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გასაპროტესტებელი ადგილი“.

„დღეს გაკვეთილზე უნდა ვყოფილიყავი და მიწევს სასამართლოში მოსვლა. უბრალო ადამიანებს უნდა გვქონდეს გასაპროტესტებელი ადგილი, ან რაღაც ისეთი, რითაც შესაძლოა გულწრფელი პროტესტი გამოვთქვათ. ასეთ მშვიდ აქციაზე არასდროს ვყოფილვარ. არც ცუდი სიტყვები გვიხმარია, ჩვენი სოლიდარობა გამოვთქვით. თურმე, სოლიდარობა ისჯება. ძალიან სამწუხაროა“,- აღნიშნა ლადო აფხაზავამ.

ინფორმაციისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

ცხრა ადამიანის პროცესს მოსამართლე ციცინო მოსიძე გაუძღვება. ჟურნალისტებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან. მათ წინააღმდეგ საქმე 26 იანვარს მოსამართლის სახლთან შეკრების და პროტესტის გამო აღიძრა. შეკრებილები მზია ამაღლობელის პატიმრობას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქმი შემდეგ პირებს გამოუწერეს: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი; მაია ცირამუა - ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია