გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ქვეყნების ელჩებთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ შეიცვლება!

რა როლსაც თავის დროზე საქართველოში მეფისნაცვალი და ცეკას მეორე მდივანი ასრულებდნენ, იმაზე უარეს როლს ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ასრულებდა - ელჩებთან დაკავშირებით როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკის დონეზე ბევრი რამ შეიცვლება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ სტატუსს გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის მტკიცებით, „ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში USAID-დან ფინანსდებოდნენ, რათა ადგილზე თამაშის წესები ეკარნახათ და პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ“.

„ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ელჩები არა დიპლომატის, არამედ უცხო ძალის წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებენ. სამწუხაროდ, დიპლომატიაზე საუბარი აღარც იყო. ბევრმა ელჩმა საქართველოში დიპლომატის ფუნქცია დაკარგა. ბევრი ელჩი პირველ ადამიანად გრძნობდა თავს, ხელისუფლებას პირდაპირ უთითებდა და იმის თავხედობა ჰყოფნიდა, რომ ქართველი ხალხის სახელით ესაუბრა! გვაქვს იმედი იმისა, რომ დიპლომატია დიპლომატიას დაუბრუნდება და ელჩები დაკისრებულ დიპლომატიურ ფუნქციას შეასრულებენ, იქნება ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც დიპლომატიის განვითარებას, ასევე უსაფრთხოების შენარჩუნებას საქართველოში. ელჩი იმიტომ იგზავნება, რომ სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობები გააღრმაოს, დაალაგოს და არა იმისთვის, რომ მთავრობას უკარნახოს და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს. საქართველო რადიკალიზმის ასპარეზი ქვეყანა არ არის.

ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში USAID-დან ფინანსდებოდნენ, რათა ადგილზე თამაშის წესები ეკარნახათ და პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ. თუ ჩვენი არ სჯერათ, აშშ-ს პრეზიდენტს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაინც დაუჯერონ, რომელიც ამბობს, რომ USAID-დან ფული იმაში იხარჯებოდა, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ და სხვა ქვეყნებში რევოლუციები მოეწყოთ. ამას ვამბობდით ჩვენ! ამას ამბობდა შალვა პაპუაშვილი, რომელიც შეხვედრებზე პირდაპირ ითხოვდა, რომ რევოლუციებისთვის თანხების გადმორიცხვა შეწყვეტილიყო. დიახ, USAID-დან მილიარდები იხარჯებოდა უცხო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში რევოლუციური სცენარების მოწყობისთვის. რასაც ჩვენ ვამბობდით, ერთი-ერთში დამტკიცდა!

USAID-ის მხრიდან ფული ხელისუფლების უკანონო ცვლილებებისთვის, მეორე ფრონტისთვის, კაცების ქორწინების დაკანონებისთვის იხარჯებოდა, რაშიც მათ აგენტურას იყენებდნენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს