თინა ბოკუჩავა - სასანქციო პოლიტიკის გაღრმავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის საერთაშორისო წნეხი, რომელიც ივანიშვილსა და მის გარემოცვას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს - ის ამას დიდხანს ვერ გაუძლებს

რეჟიმის არაღიარების პოლიტიკასთან ერთად სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და გაღრმავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სწორედ ის საერთაშორისო წნეხი, რომელიც ივანიშვილსა და მის გარემოცვას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს - ის ამას დიდხანს ვერ გაუძლებს,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს „მოუწევს ძალაუფლების დათმობა, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს“.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმის არაღიარების პოლიტიკასთან ერთად სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და გაღრმავება, რადგან ეს არის სწორედ ის საერთაშორისო წნეხი, რომელიც ივანიშვილსა და მის გარემოცვას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ის ამას დიდხანს ვერ გაუძლებს. ის ჩვენს პროტესტთან ერთად გამოიღებს შედეგს და მოუწევს ძალაუფლების დათმობა, რათა ქვეყანაში ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, ამ ქაოსიდან ქვეყანა გამოვიდეს და დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის კოლეგებთან შესაძლო შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, „ივანიშვილის ქურდული მენტალობით საქმის გარჩევა მოშიმშილე გმირ ქალთან“ არაა ის, რასაც საზოგადოება მოელის.

„ივანიშვილის ქურდული მენტალობით საქმის გარჩევა მოშიმშილე გმირ ქალთან, რომლის წინააღმდეგაც რეჟიმის ყველა წევრს და არა მხოლოდ იმ სამარცხვინო პოლიციელადწოდებულს ჩადენილი აქვს დანაშაული, არ არის ის, რასაც საზოგადოება მოელის. ის მოელის იმას, რომ თითოეული დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ისეთ ტრიბუნალებში, როგორიც არის ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი და სტრასბურგის ევროპული ადამიანის უფლებათა სასამართლო“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება