შალვა პაპუაშვილი - თითოეული დონორი ქვეყანა ახლა ეჭვმიტანილია და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართველ ხალხს აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები

უცხოური დახმარების სამყარო უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ორი კვირის წინ იყო - ის მხილებები, რომელსაც ჩვენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან ვისმენთ, თავდაყირა აყენებს იმ წარმოდგენას, რომელიც ზოგიერთი ადამიანის თვალში საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით არსებობდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული დონორი ქვეყანა ახლა ეჭვმიტანილია და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართველ ხალხს აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები.

„აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, ცხადად და მკაფიოდ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, ისე გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ და ფაქტობრივად, გაამჟღავნა სქემები, რომელსაც ისინი უწოდებენ თაღლითურს, კრიმინალურს, მავნებლურს და თავად ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაშიც გადახედვის საფუძვლად მოცემული იყო, რომ ეს თანხები სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა. ამის ფონზე დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ აშშ-ის ბიუჯეტის ხაზით დახარჯული ფული. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, რომელიც ჩართული არიან, აქაც უკვე დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ აქაც შეიძლება ზუსტად იგივე მავნე მიზნები ყოფილიყო, როგორიც გაცხადდა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხასთან დაკავშირებით. ამიტომ, მიუღებელია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა საელჩოების თუ დონორების მხრიდან. მცდელობას, რომ არც კი შეიმჩნიონ - თითქოს არაფერი არ მომხდარა ამ ქვეყანაზე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით. არა - სამყარო შეიცვალა და აღარ არის ის ტაბუ, რომელიც აქამდე ჰქონდათ დადებული საგარეო დახმარებაზე. ამიტომ, თითოეული დონორი ქვეყანა ახლა ეჭვმიტანილია და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართველ ხალხს აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. მითუმეტეს, რომ ჩვენ არათუ ეჭვი, არამედ მტკიცებულებები გვაქვს, რომ ამერიკული ფონდების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც და ევროპული ფონდებიც საქართველოში დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა.

ევროპის დემოკრატიის ფონდი არის ამასთან დაკავშირებით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდით, იატაკქვეშ აფინანსებს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს თუ რადიკალურ ჯგუფებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მისი მოლოდინია, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო - იქნება ეს შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, ევროკავშირი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც საქართველოში ფულს ხარჯავს, მოიქცევა ისე, როგორც ახლა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იქცევა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს