ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს - თუ ნამდვილად აპირებდით მოლაპარაკებებს, რატომ ჩაიდინეთ ეს სისულელეები

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებს ცდილობს, თუმცა, რეალურად, მისი მიზანი ირანის დაჩოქებაა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

„ტრამპი ამბობს, რომ სურს მოლაპარაკება, მაგრამ ამავე დროს, ის ხელს აწერს და აცხადებს ყველა შესაძლო შეთქმულებას, რათა ისლამური რევოლუცია დააჩოქოს. თუ ნამდვილად აპირებდით მოლაპარაკებებს, რატომ ჩაიდინეთ ეს სისულელეები?“ - განაცხადა პეზეშკიანმა.

მან უარყო აშშ-ის ბრალდებები, რომ ირანი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს. ირანის პრეზიდენტის მტკიცებით, „ისრაელი, ამერიკის მხარდაჭერით, არის საფრთხის რეალური წყარო, რომელიც ბომბავს უდანაშაულო ადამიანებს ღაზაში, ლიბანში, სირიაში, ირანში და სადაც უნდა“.

მასუდ პეზეშკიანის თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნული ერთიანობა, რადგან ირანის წარმატება ერთიანობაშია.

„თუ ერთად დავდგებით, ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ყველა გამოწვევა და აშშ ჩვენს დამხობაზე მხოლოდ იოცნებებს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის აღდგენას ითვალისწინებს. კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს „მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა“ განახორციელოს ირანზე სანქციების სერიის მეშვეობით, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც