შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია დღესაც ერთიანია, ეს ერთი ოპოზიციაა - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი იდეოლოგიით, სახეებითა და მიზნებით

ოპოზიცია დღესაც ერთიანია, ხედავთ მათ ერთ მაგიდასთან და მათთან არაერთიანობა არ არსებობს - ეს მხოლოდ პიარის საკითხია ერთ ორგანიზაციად გამოჩნდებიან თუ სხვადასხვა ორგანიზაციად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ტაქტიკური სვლაა” და სინამდვილეში მათ არანაირი განსხვავება არ აქვთ.

„ოპოზიცია დღესაც ერთიანია, ხედავთ მათ ერთ მაგიდასთან და მათთან არაერთიანობა არ არსებობს. ეს არის მხოლოდ თვალის ასახვევი ტაქტიკები ხოლმე, რომ ამა თუ იმ საარჩევნო მარათონში, თუ გარე ვიზუალურ წარმოდგენაში, როგორც აწყობთ, ტაქტიკიდან გამომდინარე ისე იქცევიან - გამოჩნდნენ როგორც ერთი, თუ სხვადასხვა სტრუქტურა. ეს მხოლოდ პიარის საკითხია, ერთ ორგანიზაციად გამოჩნდნენ ხოლმე თუ სხვადასხვა ორგანიზაციად. სხვა არაფერი სხვაობა არ არის. ეს ერთი ოპოზიციაა - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი იდეოლოგიით, სახეებით და მიზნებით - რაც აქვთ, არანაირი სხვაობა მათ შორის არ არის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა