გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვართ საინფორმაციო ომის პირობებში, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს - ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კამპანიას ოპოზიციამ ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დაუპირისპიროს.

როგორც მან ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ამ ეტაპზე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, პარტიებს შორის, მეტი ერთიანობა და მეტი კონსოლიდაცია.

„ვართ ახალ ეტაპზე. ამ ეტაპზე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მეტი ერთიანობა, მეტი კონსოლიდაცია, მეტი საერთო სამოქმედო გეგმა. საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენ ერთიან პოზიციას ვაფიქსირებთ, გვაქვს სერიოზული შედეგები. ახლა ჩვენ გვჭირდება, რომ იმ არაადეკვატურ ინიციატივებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ხალხის დაშინებისა და დასუსტებისკენ მიმავალი „ქართული ოცნების“ ძალის დემონსტრირებისთვისაა გამიზნული და მეტი არაფერი, დავუპირისპიროთ ერთიანობა, ერთად დგომა, რასაც ხალხი ითხოვს. ეს ნიშნავს ერთიან შტაბს, ერთიან მოქმედებას, ერთიან საინფორმაციო სტრატეგიას. ჩვენ ვართ საინფორმაციო ომის პირობებში, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ეს არის ჩემი პოზიცია და ამაზე მექნება საუბარი. [ქართული ოცნების] ყველა ნაბიჯები იდგმება ერთადერთი მიზნის გამო, რომ თავისი მყიფე ერთიანობა განიმტკიცონ და ჩვენ დაგვასუსტონ, დაგვაფიქრონ, ბევრნი ვართ თუ არა. ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა. ჩვენი ერთიანი მყარი პოზიცია გადატეხს საბოლოოდ ამ პროცესს. რატომ აკეთებს ამდენ სიგიჟეს ერთდროულად? - იმიტომ, რომ სისუსტისკენ მიდის და და ამ სიგიჟეებით უნდა იმის დემონსტრირება, ვითომ ძლიერია, არადა სუსტია, სუსტდება დღითი დღე. იმისთვის, რომ საბოლოოდ გადავტეხოთ, რა არის ჩვენი მიზანი? - შიგნიდან ჩამოვშალოთ ეს ძალმომრეობითი სისტემა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია