ელენე ხოშტარია - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის კოორდინაცია - ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიცია ყველაფერზე

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის კოორდინაცია - ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიცია ყველაფერზე - იქნება ეს პოლიტპატიმრების დაცვა, საგარეო არაღიარების პოლიტიკა, პროტესტი თუ სხვა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, მან შესვლამდე შეხვედრის შინაარსი არ იცის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაცია გრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის კოორდინაცია. ძალიან ბევრი საქმეა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიცია ყველაფერზე - იქნება ეს პოლიტპატიმრების დაცვა, საგარეო არაღიარების პოლიტიკა, პროტესტი თუ სხვა. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო უნდა იყოს. ჯერ არ ვიცი შინაარსი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის კოორდინაცია გრძელდება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება