დიმიტრი ცქიტიშვილი - ყველას ჩვენი შიდაპარტიული შეხედულებები გვაქვს სხვადასხვა საკითხზე და გარკვეულწილად ამის მიხედვით ვმოქმედებთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია, გვქონდეს კომუნიკაცია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან

ვიკრიბებით, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი კოორდინაცია და გავარღვიოთ ის ხაზი, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას ეხება, რომ სრულად იზოლირებული იყვნენ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისგან, ასევე როგორი უნდა იყოს ჩვენი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თავისი შიდაპოლიტიკური შეხედულებების მიხედვით მოქმედებს, კოორდინაცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით - საჭიროა, თუმცა ერთიანი ფრონტის შექმნასთან დაკავშირებით გაჟღერებულ აზრს, რომელიც ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას გულისხმობს, არარეალისტურად და არაორგანულად მიიჩნევს.

„ვიკრიბებით, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენო კოორდინაცია და გავარღვიოთ ის ხაზი, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას ეხება, რომ სრულად იზოლირებული იყვნენ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისგან, ასევე როგორი უნდა იყოს ჩვენი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს.

ჩვენ ყველას ჩვენი შიდაპარტიული შეხედულებები გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე და გარკვეულწილად ამ შეხედულებების მიხედვით ვმოქმედებთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ გვქონდეს კომუნიკაცია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან.

ჩვენ ყველა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნები, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვაქვს, მზად ვართ ერთიან ფორმატში ვიმუშაოთ, როგორც ეს PACE-ს შემთხვევაში გვქონდა. მაგრამ ერთიანი ფრონტის შექმნა არ მგონია სწორი, ორგანული და რეალისტური“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს