„საქსტატი“ - 2024 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 701.0 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 701.0 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.6 ათასი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 373.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.2 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31- 50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.0 პროცენტი შეადგინა. 2024 წლის IV კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 34.2 პროცენტი, განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 200.0 ათასი და 110.9 ათასი ვიზიტი. 2024 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.6 ღამე) 9.9 პროცენტით მეტია. ვიზიტების 97.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2024 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 541.6 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 2.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 4.8 პროცენტით გაიზარდა და 962.6 ლარი შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში