წინასწარი შედეგებით, კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ალბინ ქურთის მმართველი პარტია „თვითგამორკვევის მოძრაობა“ (Vetëvendosje) 41.3 %-ით ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად პარტია პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო მანდატებს ვერ აგროვებს.

მეორე ადგილზეა „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“ ხმების 21.8%-ით, მესამეზე კი „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ - 17.8%-ით.

ცნობისთვის, კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 88%-ი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება