შალვა პაპუაშვილი - თუ ვამბობთ, რომ „ფეიკ ნიუსი“ ცუდია, მაგრამ ის მაინც ვრცელდება, ე.ი. რაღაც კარგად არ მუშაობს - რაკი ვხედავთ, რომ მედიის ე.წ. თვითრეგულირების წესები არ მუშაობს, კანონმდებელი ვალდებულია, საკითხი კანონით დაარეგულიროს!

თუკი ვამბობთ, რომ „ფეიკ ნიუსი“ ცუდია, მაგრამ ის მაინც ვრცელდება, ე.ი. რაღაც კარგად არ მუშაობს - რაკი ვხედავთ, რომ მედიის ე.წ. თვითრეგულირების წესები არ მუშაობს, კანონმდებელი ვალდებულია, საკითხი კანონით დაარეგულიროს! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან დაკავშირებით დაგეგმილ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომლის ინიცირებას „ქართული ოცნება“ გეგმავს.

პაპუაშვილის განცხადებით, „ერთადერთი, ვინც მედიის შესახებ კანონის მიღებით შეიძლება შეწუხდეს, ისინი არიან, ვისაც ყალბი ინფორმაციის გავრცელება სურთ“.

პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მედიის მიმართულებით ბრიტანული სტანდარტების გადმოღებას აპირებენ.

„საერთოდ არ არის საუბარი ცენზურაზე - ცენზურა ინფორმაციის წინასწარ კონტროლს და ინფორმაციის წინასწარ გაფილტვრას გულისხმობს.

ბრიტანული სტანდარტი უკვე გასული ინფორმაციის შემდგომ შეფასებას ეხება, თუკი ინფორმაცია იყო ტყუილის შემცველი და ცილისმწამებლური. რა ვუყოთ იმ სიყალბეს, რომელიც მედიით ვრცელდება?! იმის გამო, რომ დღეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, ერთ-ერთი გამოწვევა მთელს მსოფლიოში არის ის, თუ როგორ ვებრძოლოთ “ფეიკ ნიუსებს“. ამაზე ფიქრობენ და ამას ებრძვიან ევროკავშირსა და აშშ-ი.

ჩვენც ამაზე ვფიქრობთ და ამას ვებრძვით. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხილებებმა გვაჩვენა, რომ უცხოური დაფინანსებით მედია-ორგანიზაციების მთელი ქსელი მოქმედებდა, რომელიც ერთი ნარატივის დამკვიდრებაზე მუშაობდა.

ჩვენ ჩვენი მოქალაქეები უნდა დავიცვათ, რათა იყვნენ ინფორმირებული. დეზინფორმაციის ნაცვლად, უნდა იყოს ინფორმაცია - ეს იმ სტანდარტებით მოხდება, როგორც არის ბრიტანეთში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს