ელენე ხოშტარია - მნიშვნელოვანია, შეიქმნას საკოორდინაციო პლატფორმა პრეზიდენტთან - ერთობლივად ვმუშაობთ, ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც ჩართულები არიან, პოლიტიკური საქმეების უკანონოდ შეკერვაზე

პოლიტპატიმრები, ჩვენი ყველას პრიორიტეტია - ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც არიან ჩართულები, ამ პოლიტიკური საქმეების არაკონსტიტუციურად, უკანონოდ შეკერვაზე , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილთან საკოორდინაციო პლატფორმა შეიქმნას.

„მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას საკოორდინაციო პლატფორმა პრეზიდენტთან, სადაც ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთად ვისხდებით და რეგულარულად, ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. ბუნებრივია, პოლიტპატიმრები, ჩვენი ყველას პრიორიტეტია. ამასთან, დაკავშირებით პრეზიდენტი თავად იტყვის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც არიან ჩართულები, ამ პოლიტიკური საქმეების აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად, უკანონოდ შეკერვაზე. ეს იქნება ცრუ მოწმეები, მოსამართლეები და ა.შ. ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. ეს სიები ყველას გაგვაჩნია - „ენჯეობს“ აქვთ და ჩვენც გვაქვს, ამას შევაჯერებთ. ასევე, გვექნება საერთო პოზიციონირება, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ჩვენს პარტნიორებთან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჯერებული პოზიციები გვექნება. ზოგადად, ვითანამშრომლებთ, ამ პროტესტის პროცესში, რომელიც არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ამ ხელისუფლების დემონტაჟისთვის“, - განაცხადა ხოშტარიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს