სერგეი რიაბკოვი - აშშ-სთან დიალოგისთვის მზად ვართ

აშშ-სთან დიალოგისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ტრამპის გუნდი, მიუხედავად მისი და მისი ხალხის მიერ გაცხადებული ურთიერთგამომრიცხავი პოზიციისა, რუსეთთან დიალოგის განახლების ინტერესს მაინც იჩენს. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მათ შორის მზად ვართ უკრაინის საკითხის განხილვისთვის, მაგრამ მხოლოდ თანაბარ, ორმხრივად მისაღებ საფუძველზე“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტების შესახებ ჯერჯერობით შეთანხმება არ მომხდარა.

„საკომუნიკაციო ხაზები არსებობს. მეორე საკითხია, რომ უმაღლეს დონეზე არანაირი შეთანხმება არ არის. ეს სავსებით შესაძლებელია და ჩვენი მხრიდან მზადყოფნა არსებობს“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

ცნობისთვის, შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე